1. პროექტის სახელწოდება
- ა. ს. პუშკინი და საქართველო
2. პროექტის იდეა (თემა) - მოსწავლეები
გაეცნობიან, თუ რა დამოკიდებულება და სიყვარული
აკავშირებდა ა. ს. პუშკინს საქართველოსთან.
3. პროექტის აქტუალობა - პროექტზე
მუშაობისას მოსწავლეები ეჩვევიან ინტერნეტით ინფორმაციის მოპოვებას, მოპოვებულ ინფორმაციაზე
ბუკლეტების შექმნას, რასაც შემდეგ თარგმნიან რუსულ ენაზე და იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
4. პროექტის მიზანი - ინტერნეტით
მოპოვებული ინფორმაციის დალაგება, პრეზენტაციის
მომზადება.
5. მოსწავლეთა ასაკი -
13-14 წელი
6. ვადა/ ხანგრძლივობა -
5-6 დღე.
7. მოსალოდნელი
შედეგები - მოსწავლეები ინტერნეტში ეძებენ ინფორმაციას, შემდეგ
თარგმნიან შესაბამისად რუსულიდან ქართულზე ან პირიქით, რაც ეხმარება მათ ლექსიკური
მარაგის გამდიდრებაში. ყოველივე ეს ავითარებს წერისა და კითხვის უნარ-ჩვევებს.
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები, ფურცლები და სხვ.
9. პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
აქტივობა I _ ჩვენს მიერ შერჩეულ თემას ვწერ დაფაზე. შემდეგ
ვყოფ კლასს 2 ჯგუფად ჯგუფი ირჩევს ლიდერს, რომელიც ანაწილებს დავალებებს ჯგუფის წევრებზე.
აქტივობა II ჯგუფებს
ეძლევათ დავალებები.
I ჯგუფი აგროვებს
მასალებს პოეტის საქართველოში ყოფნისა და შექმნილი ნაწარმოებების შესახებ.
აქტივობა III მოსწავლეები წარმოადგენენ საქართველოზე შექმნილ ნაწარმოებებს.
აქტივობა IV მოსწავლეები
ადგენენ ბუკლეტებს და წარადგენენ კლასის წინაშე. მომზადებული მასალის პრეზენტაციას
ახდენენ რუსულ ენაზე.
აქტივობა V მოსწავლეები
თავად გამოავლენენ საუკეთესო ნამუშევრებს და აფასებენ ერთმანეთს. გამარჯვებულ ჯგუფსაც
ერთობლივად გამოავლენენ. გამარჯვებულად ჩაითვლება ჯგუფი, რომელსაც ექნება მეტი ინფორმაცია,
კარგი გაფორმება და ჯგუფის ყველა წევრი იქნება ჩართული მუშაობის პროცესში, პრეზენტაციის
დროს.
აქტივობაVI ასეთი სახის მუშაობა მოახდენს მოსწავლეებში ლექსიკური
მარაგის გამდიდრებას და წერა-კითხვის უნარ-ჩვევების
განვითარებას. გაიუმჯობესებენ რუსულად მეტყველების უნარს.
10. საგნებთან/
საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კაშირი:
მუშაობის დროს რამდენიმე საგანი იქნება ჩართული: ქართული, რუსული, ხელოვნება
და გეოგრაფია.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ მოსწავლე:
1. ჯგუფში მოქმედებს
შეთანხმებულად
2. ნათლად ჩანს ლიდერის როლი
3. მოიძიებს საჭირო
ინფორმაციას და გონივრულად და ლამაზად წარმოგვიდგენენ
თავიანთ ნამუშევრებს.
4. ითანამშრომლებენ
მასწავლებელთან, ერთმანეთთან და სხვა ჯგუფთანაც.
11. პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): დალი კუნჭულია
12.ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: dalikunchulia@gmail.com
No comments:
Post a Comment